კანალიზაციაში არსებული ზოგიერთი ნივთიერება მამალ თევზებს დედლებად გადააქცევს
ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კანალიზაციაში ჩადის, ხოლო შემდეგ მდინარეებში ჩაედინება, მამალ თევზებს დედლებად გადააქცევს.
“ბი ბი სის” ცნობით, ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს.
ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩარლზ ტაილერის განცხადებით, პირველ რიგში, საუბარია მტკნარ წყალში მობინადრე თევზებზე. მამალი თევზები ხშირად აგრესიის დაბალი დონით გამოირჩევიან, ისინი კონკურენციის უნარს კარგავენ. ზოგიერთი მამალი თევზის სახეობა ქვირითსაც კი ყრის.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნივთიერებები, რომლებიც თევზებზე ასე მოქმედებს, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები, სარეცხი საშუალებები, კოსმეტიკა და პლასტმასია.
რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ტიპის პლასტმასი სტრუქტურით ქალის ჰორმონებს ჰგავს.