რუსმა გამნაღმველებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში განაღმვითი სამუშაოები დაასრულეს

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მათ 30 ჰექტრის ტერიტორიაზე 105 აუფეთქებელი ნაღმი და ჭურვი გააუვნებელყვეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით,. გასულ წელს საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ჯგუფმა „ლიდერმა“ 50 ჰექტრის ფართობზე 350 ჭურვი გააუვნებელყო.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა რუს გამნაღმველებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები