აშშ ტაივანისთვის 1,42 მლრდ. დოლარის ოდენობის იარაღის მიყიდვას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჰიზერ ნოიერტის ინფორმაციით, აშშ ტაივანისთვის 1,42 მლრდ დოლარის ოდენობის იარაღის მიწოდებას აპირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პაკეტი ადრინდელი გაფრთხილების რადარების, სხვადასხვა ტიპის რაკეტების და ტორპედოების ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ნოიერტის ინფორმაციით, აშშ “ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას მხარს უჭერს, მაგრამ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ტაივანს თავდაცვის შესაძლებლობა აქვს.
აშშ ტაივანისთვის იარაღის ერთადერთი მიმწოდებელია, ჩინეთი ტაივანს არ აღიარებს და მასზე იურისდიქციის დასამყარებლად ძალის  გამოყენების შესაძლებლობას არ მალავს.
აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ჩინეთმა უკვე გააპროტესტა. ჩინეთმა მოუწოდა აშშ-ს, რომ ტაივანთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება გააუქმოს, ვინაიდან ამან, შესაძლოა,  კუნძულზე სეპარატისტული განწყობა აამაღლოს.   ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ვაშინგტონს,  „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ერთგული დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები