უკრაინაში დატყვევებული რუსი სამხედროს ვინაობა ცნობილია

რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში დაატყვევეს,  ვიქტორ აგეევია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსი დივერსანტი სამხედრო დაზვერვაში იყო. ის „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ (ЛНР) მოტომსროლელთა ბრიგადის“ წევრი იყო. ასევე აგეევის სამხედრო ბილეთის ფოტოც გამოქვეყნდა.
ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ვიქტორ აგეევი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აგეევი სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო და მაისში იქიდან დაითხოვეს, ხოლო საკონტრაქტო სამსახური მას არ დაუწყია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები