ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი მოზარდი გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ასტამურ ჯოპუა მოზარდი გოგონას, 13 წლის ლიანა ჯღამაზიას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციას ბავშვის დედამ მიმართა, რომელის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ასტამურ ჯოპუამ ლიანა ჯღამაზია სპორტული ბაზის ყოფილ ტერიტორიაზე მიიყვანა და იარაღის მუქარით გააუპატიურა.
ასევე პოლიციამ ლიანას დის, 23 წლის ანჟელა ჯღამაზიას ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ანჟელას მკვლელობაში მამამისი, რობერტ ჯღამაზიაა ეჭვმიტანილი. როგორ არის ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დაკავშირებული, ჯერჯერობით უცნობია.
გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ასტამურ ჯოპუა პოლიციამ დააკავა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.