მეცნიერები – სამხრეთ ამერიკიდან სასიკვდილო ვირუსების უდიდესი ნაწილი ვრცელდება
ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის შეფასებით, ლათინური ამერიკიდან მსოფლიო ვირუსების უდიდესი ნაწილი ვრცელდება. ეს დაავადებები მომავალში კაცობრიობას რეალურ საფრთხეს უქმნიან.
მეცნიერების შეფასებით, ყველაზე დიდ საფრთხეს, დაავადებების გადატანის მხრივ, ღამურები წარმოადგენენ. მათ მძიმე დაავადებების 17 სხვადასხვა სახეობა გადააქვთ, ხოლო მღრღნელებს და პრიმატებს – 10.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემები შიდსის, ებოლას და სხვა დაავადებების გავრცელების საფრთხეს შეამცირებს.
მღრღნელების მიერ დაავადებათა გავრცელების საფრთხე გლობალურია, მაგრამ მათი მთავარი კერა სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს. კვლევის ავტორები ასევე, აცხადებენ, რომ დაავადებები ცხოველთა სხვადასხვა სახეობას გადააქვს, მაგრამ საფრთხე, რომელიც ღამურებისგან მომდინარეობს, სხვებზე ბევრად უფრო მაღალია.