SpaceX-მა კოსმოსში 10 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია  SpaceX-მა კოსმოსში 10 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა. Iridium NEXT-ის თანამგზავრები კოსმოსში რაკეტის, Falcon 9-ის მეშვეობით გაუშვეს.
გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე კომპანიამ თანამგზავრების გაშვების გეგმაში ცვლილება შეიტანა.  ძლიერი ქარის და ნისლის გამო პლატფორმა, რომელზეც რაკეტის პირველი საფეხური დაფრინდა, წყნარ ოკეანეში სხვა ადგილას გადაიყვანეს.
რაკეტის პირველი საფეხურის პლატფორმაზე დაფრენამ წარმატებით ჩაიარა. Falcon 9-ის მეორე საფეხური კი დედამიწის ორბიტაზე 5 წუთში გავიდა. თანამგზავრები გაშვებიდან 57 წუთში დანიშნულ ორბიტაზე
გაიყვანეს.
რაკეტის პირველი საფეხური დედამიწაზე კოსმოსური აპარატების გაშვების გასაიაფებლად ბრუნდება. ამისთვის ილონ მასკის კომპანიას საკმაოდ რთული სამუშაოს ჩატარება მოუწია, რომლის ტესტირება რამდენიმე წელს გრძელდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები