გალის რაიონში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში დე ფაქტო სპეცსამსახურებმა იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.  ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ სიდაში ამოღებულია ტყვიამფრქვევი, ავტომატი, ყუმბარმტყორცნი და სანადირო თოფი, ასევე, ტყვია-წამალი, ტროტილი და ნიღბები.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირთა ვინაობის დადგენა, ვისაც სამალავი ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები