გიორგი ფანცულაია: დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქი დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში

„დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქმა მისი ოჯახი მიიღო და ასევე, ბედნიერია, რომ პატრიარქი დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატმა მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების ნომერ მეცხრე დაწესებულებაში ინახულა, სადაც გიორგი ფანცულაიამ ბრალდებულს მისი ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზი ზიარებას კიდევ ერთხელ ითხოვს.
ადვოკატის განცხადებით, საპატრიარქოში შეხვედრაზე იყო დეკანოზის ზიარებაზე საუბარი და ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც მასთან საპატიმროში მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერი შევლენ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თანახმაა, საპატრიარქოში გამართული გუშინდელი შეხვედრის ჩანაწერი გასაჯაროვდეს, თუმცა მისი თქმით, ეს სრული ჩანაწერი უნდა იყოს და არა ფრაგმენტული.
საპატიმროში ადვოკატებისა და დეკანოზის შეხვედრაზე ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც ისაუბრეს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა ხვალვე დაიწყოს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები