სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის, ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქუთაისელია და ის თურქეთში ტურისტად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის 10 მეტრის სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
37 წლის მამაკაცი შიშლის რაიონში გვირაბის შესასვლელთან ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა.
შემთხვევა დილის 6-ის ნახევარზე მოხდა.
გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მიუთითებენ საეჭვო გარემოებაზე, რადგან გარდაცვლილი ნახევრად შიშველი იყო, მისი ტანსაცმელი კი, რამდენიმე მეტრის დაშორებით, გვირაბში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები