კახაბერ გოგოტიშვილი: თორნიკე მამალაძის განცხადება არის ტყუილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, სიცრუეა ის, რომ პატრიარქთან შეხვედრისას, სასულიერო პირები თორნიკე მამალაძეს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, ინფორმაცია უწმინდესისთვის მიეწოდებინა.
როგორც კახაბერ გოგოტიშვილმა აღნიშნა, შეხვედრასთან დაკავშირებით, პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი გააკეთებს განცხადებას

“თორნიკე მამალაძის განცხადება არის ტყუილი, სხვას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა კახაბერ გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს დღეს შეხვდა და როგორც დეკანოზის ძმამ – თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რამდენიმე სასულიერო პირი შეხვედრაზე ცდილობდა, მათთვის და პატრიარქისთვის საუბარი შეეწყვეტინებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები