დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში მინისტრი დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც (CDC) მოინახულა. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელობასთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები იყო. შეხვედრაზე სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განხილეს.
21-22 ივნისს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქ. ვაშინგტონში – ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანთან, ტომას პრაისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგართან. შეხვედრებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილება.