სამედიცინო ფურცელზე მყოფ პედაგოგებს განაცდური სრულად აუნაზღაურდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომ პედაგოგებს ბიულეტენი სრულად აუნაზღაურდეთ, ძალაშია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თხოვნა დააკმაყოფილა და მინისტრის №87/ნ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილება შევიდა.
ბრძანების თანახმად, შეიცვალა საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი. ახალი მიდგომით, ბიულეტენის თანხა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატების შეჯამებული რაოდენობიდან დაანგარიშდება. კერძოდ, ბიულეტენის ანაზღაურებისას, შეჯამებულად დაითვლება როგორც პედაგოგის თანამდებობრივი სარგო, ასევე, დანამატები და ზეგანკვეთური ანაზღაურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები