მაშველები მდინარე მტკვარში მამაკაცს ეძებენ

მდინარე მტკვარში მაშველები მამაკაცს ეძებენ. როგორც ”კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათთან ინფორმაცია, რომ თამარ მეფის ხიდიდან მამაკაცი მტკვარში გადახტა, დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა. შესაბამისად, მაშველები სამძებრო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებს როგორც მყვინთავები, ასევე, სახმელეთო სამაშველო ჯგუფები ახორციელებენ. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები