ავთანდილ ხურციძეს WBO ვერსიით მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის ქამარი არ ჩამორთმევია

“ავთანდილ ხურციძეს WBO ვერსიით მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის ქამარი არ ჩამორთმევია”, – ამის შესახებ განცხადება სპორტსმენის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
„უბრალოდ, მას შეუჩერდა მოქმედი ჩემპიონის სტატუსი და WBO-ს საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონის ტიტული და შესაბამისად, ის დღეს ვაკანტური გახდა“, – ნათქვამია სპორტსმენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„კვირა“ გთავაზობთ WBO-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ორიგინალს. შეგახსენებთ, აშშ-ში დაკავებულ მოკრივეს WBO-მ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხურციძის პრომოუტერებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე WBO-სგან ოფიციალური წერილი გაეგზავნათ, რომლითაც მიეცათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია – თუ რა საფუძვლით შეიძლებოდა ტიტულის ჩამორთმევის თავიდან აცილება. თუმცა რეზოლუციის მიხედვით, ქართველი მოკრივის პრომოუტერმა, ლოუ დიბელამ წერილი უპასუხოდ დატოვა. რეზოლუციას ხელს WBO-ს ჩემპიონატის კომიტეტის თავმჯდომარე ლუი ბატისტა სალასი აწერს.
​შეგახსენებთ რომ, ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები