ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის გასამართლებას მოითხოვს

დღეს ჟენევის მოლაპარაკების რიგით მე-40 რაუნდი გაიხსნება.
ქართული მხარე ისევ მოითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშინ კანჯი ოღლის გასამართლებას. საუბარი იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასა და შესრულებაზე. ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ხაზთან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე.

„ამ რაუნდზე ყურადღება გამახვილდება ცეცხლის შეწყვეტის პერმანენტულ დარღვევაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე. ჩვენის მხრიდან, ყურადღება დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელის, ვითომდა შინა პატიმრობიდან გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სრული განუკითხაობა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები