აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში შს მინისტრთან შეხვედრა იგეგმება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა მინისტრისგან გეგმავს.
მმართველი გუნდის წევრებმა კონსულტაციების გამართვა საპარლამენტო უმცირესობასაც შესთავაზეს, რომელმაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა.
უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი ორგანო, სადაც შესაძლოა, ობიექტური გამოძიება წარიმართოს, მხოლოდ პარლამენტია.
ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შესთავაზა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართონ და ფორმატზე შემდეგ ჩამოყალიბდნენ.
„შეიძლება, გვქონდეს ცოტა განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომელი ფორმატი არის საუკეთესო. თუ არის შესაძლებელი, რომ ბიუროს მიღმა გვქონდეს ამაზე საუბარი, შეგვიძლია დალაპარაკება და იქნებოდა ძალიან კარგი. დამერწმუნეთ, თითოეული ჩვენგანისთვის თქვენზე ნაკლებად მტკივნეული არ არის ეს. უფრო მტკივნეულია, რადგან პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ყველა პრობლემურ საკითხზე. ჩვენც ნათლად და მკაფიოდ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ პარლამენტმა ტრადიციულ როლთან შედარებით, ბევრად უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები