მიხეილ გიორგაძე: საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებაზე არ არის საუბარი, შემოთავაზება იყო ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებაზე

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კონსტიტუციური მონარქიის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან თემის კომენტირებისას აღნიშნა, საზოგადოება ჯერ არ არის მზად კონსტიტუციური მონარქიისთვის.
როგორც მან განმარტა, უწმინდესმა აღნიშნა, რომ მომავალში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებაზე არ არის საუბარი, შემოთავაზება იყო ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებაზე.
“საზოგადოების ფართო კონსენსუსის შედეგად, უნდა მოხდეს, ან არ მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. თუ ჩვენ საკონსტიტუციო მონარქიაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია არაერთ ათწლეულზე, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე მსჯელობა უტოპიურად არ მეჩვენება”, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები