სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2017 წლის საგაზაფხულო სესია 20-23ივნისს გაიმართება

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2017 წლის საგაზაფხულო სესია წელს 20-23ივნისს გაიმართება.
გამოცდები ორ ნაკადად ჩატარდება, ელექტრონულ ფორმატში. თითოეული საგამოცდო ბილეთი შეიცავს 200 ტესტ-კითხვარს. გამოცდის ხანგრძლივობაა სამი საათი. დადებითად ჩაითვლება შედეგი, ტესტების 75,5 % და მეტი სწორი პასუხის შემთხვევაში.
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება: თბილისი, კოსტავას ქ.N68/ბ, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში.
2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე მაძიებელთა განაცხადების მიღება მიმდინარეობდა ა.წ. 24 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით. განაცხადი წარმოდგენილ იქნა 45 საექიმო სპეციალობაში. პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის N5 სხდომის გადაწყვეტილებით, გამოცდაზე დაშვებულ იქნა 748 მაძიებელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები