თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ლაშა აბაშიძის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, პეკინის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვიდან დღეს პირველი სამუშაო დღეა, შესაბამისად, მოლოდინი იყო, რომ შეფერხებები იქნებოდა, თუმცა შეზღუდვებს მნიშვნელოვანი გართულება არ მოჰყოლია“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები