ქუთაისში ნიღბიანებმა საინკასაციო მანქანა გაიტაცეს

ქუთაისში, რამდენიმე წუთის წინ, ნიღბიანი პირები ერთ-ერთ საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და გაიტაცეს. შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინკასაციას სამი ადამიანი ატარებდა. ჩასარიცხი აპარატიდან ფულის ამოღების შემდეგ, ისინი მანქანაში ჩასხდნენ, რის შემდეგაც ნიღბიანებმა მანქანიდან გადმოსვეს და მანქანა გაიტაცეს.
პოლიციამ მანქანას ცხელ კვალზე უკვე მიაკვლია, თუმცა დაკავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები