ვარკეთილში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

ვარკეთილში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ექიმის თქმით, დაზარალებულს ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.
შემთხვევა გვიან ღამით, მესამე მიკრორაიონში მოხდა.
შინაგან საქმეთ სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო , რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები