თურქეთში ქურდობისთვის დაკავებულ 4 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გაათავისუფლეს

ქურდობის ბრალდებით თურქეთში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქიდან ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებული ქალი გაათავისუფლეს, თუმცა მას პროცესის დასრულებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალება.
თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველის გელა ჯაფარიძის ინფორმაციით, დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
„მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ როგორც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მომსახურებით, აგრეთვე თარჯიმნით. იმ შემთხვევაში თუ მოგვმართავენ ოფიციალურად ჩვენი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ შუამდგომლობას გავიწევთ და შემდეგ უკვე მათ შეეძლებათ დაურეკონ საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებს,“ – განაცხადა გელა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები