ამერიკელი მოცურავე ზვიგენს ცურვაში შეეჯიბრება
ცნობილი ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელსი, რომელიც ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიური ჩემპიონია ისტორიაში, თეთრ ზვიგენს ცურვაში შეეჯიბრება. „ბი ბი სის“ ცნობით, შეჯიბრს შემეცნებითი ტელეარხი „დისქავერი“ გადაიღებს.
ფელსის გამარჯვების შანსი მინიმალურია. მოცურავის სიჩქარე წყალში საათში 9,6 კილომეტრს შეადგენს, მაშინ, როდესაც ზვიგენს 40,2 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილება შეუძლია.
მაიკლ ფელსი ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელსაც 19 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
თეთრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია დედამიწაზე. მისი სიგრძე 7 მეტრს აღწევს.