ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის – ერთი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები