რუსთავში მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა

რუსთავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით ჭრილობები მიაყენა. ცხოველი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი უკვე დაიკითხა და სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები