ჩინელმა მეცნიერებმა ინფორმაციის კვანტური ტელეპორტაცია 1200 კილომეტრის მანძილზე განახორციელეს

ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა  ინფორმაციის კვანტური ტელეპორტაცია რეკორდულ, 1200 კილომეტრის დისტანციაზე განახორციელა. ახალი მეთოდი ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობას 17-ჯერ გაზრდის და ეს პროცესი სრულიად უსაფრთხო გახდება. ექსპერიმენტი ჩინეთის სამეცნიერო-ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განახორციელა.
სამეცნიერო ექსპერიმენტში დედამიწის სამი სადგური და ორი კოსმოსური თანამგზავრი მოანწილეობდა. კვანტური ტელეპორტაციის მეშვეობით დაშიფრული მონაცემების გადაცემის დროს მისი მოპარვა და გაშიფვრა შეუძლებელია. კავშირის კვანტურ არხში შეღწევის მცდელობის დროს ინფორმაცია ავტომატურად ნადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები