მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერი მზის სისტემის უძველესი პლანეტაა
ასტრონომებმა მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის, იუპიტერის ასაკი დაადგინეს. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ეს პლანეტა არა მარტო ყველაზე დიდი, არამედ მზის სისტემის უძველესი პლანეტაც არის. იუპიტერი მზის შემდეგ დაახლოებით 1 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.
„იუპიტერი მზის სიტემის უძველესი პლანეტაა. მისი ბირთვი ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე მზის ნისლეულის გაზი გაუფანტა, რაც გიგანტური პლანეტების შექმნის თეორიას ადასტურებს“ – განაცხადა ასტრონომმა თომას კრუიერმა.
გაზის და მტვერის უზარმაზარი ნისლეულისგან მზის სისტემა დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ შეიქმნა. თავდაპირველად შეიქმნა მზე, ხოლო პლანეტებს შორის პირველი იუპიტერი იყო.
ასტრონომებმა ეს დასკვნები დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების ნამსხვრევების შესწავლის შედეგად დაადგინეს.