ქართველი „კანონიერი ქურდი“ ციხიდან ვადაზე 18 წლით ადრე გაათავისუფლეს

რუსეთის ქალაქ ყაზანის ციხიდან ქართველი “კანონიერი ქურდი” –  რეზო ბუხნიკაშვილი, მეტსახელად „პეწო“ 18 წლით ადრე გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
ვადაზე ადრე კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლების მიზეზი ის არის, რომ რეზო ბუხნიკაშვილს მძიმე ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც ციხეში შეუძლებელია.
ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო თვეებში, ბუხნიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას ტკივილგამაყუჩებელი აღარ შველოდა.
2015 წელს ბუხნიკაშვილს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ერთ-ერთ ბინაზე ყაჩაღური თავდასხმისთვის გაასამართლეს, რომლის დროსაც, ორმხრივი სროლის შედეგად, პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები