„შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მეტ ჩართულობას განაპირობებს“

თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხს, თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული კონფერენციის დაწყებამდე გამოეხმაურა.
მისი თქმით, თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მიღებული, რომლის მიხედვითაც, სპეციალური თავი გაჩნდა, სადაც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია განსაზღვრული.
„დღეს ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე ვმსჯელობთ. შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი იქნება და რაც თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას განაპირობებს. დღეს შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა არ იქნება, დღევანდელი ფორმატი მხოლოდ მოქალაქეთა ჩართულობას ითვალისწინებს”, – აღნიშნა თბილისის მერი.
თბილისის მერი თვითმმართველი ქალაქების 12-დან 5-მდე შემცირების საკითხზე კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები