ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეკოლოგიური აუდიტის დასკვნა  მომზადდება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეკოლოგიური აუდიტის დასკვნა  მომზადდება, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კომპანიას მსგავსი  დოკუმენტი დღემდე არ აქვს. ბითაძის თქმით, დოკუმენტი იქნება იმის გარანტი, რომ ზესტაფონში ქარხნის ფუნქციონირება  არც გარემოს და არც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას პრობლემებს არ შეუქმნის.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეკოლოგიური აუდიტის დასკვნის მომზადდება.  აღნიშნული დოკუმენტი იმ გეგმა გრაფიკით მომზადდება, რომელიც სამინისტროსთან შეთანხმდება  და ეს იქნება იმის გარანტი, რომ ზესტაფონში ქარხნის ფუნქციონირება პრობლემებს   არ შეუქმნის არც გარემოს და არც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.  ის გეგმა,  რაც გაგაცანით,  არის ჩვენი  ერთობლივი აქტიური მუშაობის  შედეგი  და ვთვლი,  რომ  წინგადადგმული ნაბიჯია ზოგადად კომპანიების სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  კარგი მაგალითის საჩვენებლად“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები