„მას შემდეგ, რაც გეგმაში ჩამოთვლილ ღონისძიებებს განვახორციელებთ, ყველა მხარე კმაყოფილი იქნება“

მას შემდეგ, რაც გეგმაში ჩამოთვლილ ღონისძიებებს განვახორციელებთ, ყველა მხარე, – ამის შესახებ კომპანიის, „Georgian American Alloys“-ის აქციონერმა, ურიელ ლაბირმა გარემოს დაცვის სამინისტროში ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლაბირმა აღნიშნა, ღონისძიებები, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი, ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის არის საჭირო.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ  გეგმა, რომელიც  იყო ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ წარმოდგენილი. ეს გეგმა იმ ღონისძიებებს ეფუძნება, რაც კომპანიას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა დაგეგმილი. ჩვენ სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც გეგმაში ჩამოთვლილ ღონისძიებებს განვახორციელებთ, ყველა მხარე – როგორც სახელმწიფო, ისე მეწილეები კმაყოფილები იქნებიან. ღონისძიებები, რაც გეგმაშია გაწერილი, საჭიროა ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის. ჩვენ მზად ვართ მთავრობის სხვა მხარეებთანაც გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მოვაგვაროთ ყველა მოსაგვარებელი საკითხი.  აღსანიშნავია, რომ წინა თვეში უკვე შესრულდა რამდენიმე სამუშაო, რომელიც ტრანსპორტირებასა და ექსპორტს ეხებოდა. ხოლო, ის რაც თავის მხრივ კომპანიას ჰქონდა დაგეგმილი, ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააკეთა“, – აღნიშნა  „Georgian American Alloys“-ის აქციონერმა.
როგორც ურიელ ლაბირმა აღნიშნა, კომპანიის აქციონერები აქტიურად მუშაობენ გარემოს დაცვის საკითხებზე.
„ეს არის განგრძობითი პროცესი, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გარემოს დაცვით საკითხებზე. ის საკითხები, რომლებიც არის სპეციალური მმართველის გეგმაში, ნაწილი ჩვენი გეგმითაც იყო გათვალისწინებული. გარკვეული ღონისძიებები ვერ შესრულდა, როგორიცაა მაგალითად მშენებლობის ნებართვა და სხვა, ხოლო, ის ნებართვები, რაც ჩვენ გვჭირდებოდა და რაც ამ მემორანდუმით არის გათვალისწინებული, გადმოგვეცა 2017 წლის თებერვალში. ჩვენ კომპანიას დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ამისთვის კომპანიაში ინვესტიციების ჩადება გვჭირდებოდა.
ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ახალი ფურცელი, რადგან  ჩვენ შევთანხმდით იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გადაწყდეს ეს პრობლემები, არამედ სხვა ის პრობლემებიც, რაც კომპანიაში არსებობს. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები“, – განაცხადა „Georgian American Alloys“-ის აქციონერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები