მაია ბითაძე: უმნიშვნელოვანესია, რომ „ჯორჯიან მანგანეზში“ ეკოლოგიური სამსახური აღდგა

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ „ჯორჯიან მანგანეზში“ ეკოლოგიური სამსახური აღდგა.
როგორც ბითაძემ “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველთან  და კომპანიის “Georgian American Alloys“-ს აქციონერ ურიელ ლაბირთან ერთად გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ  საშევარდნოს კარიერზე  შეწყდა მოპოვებითი  სამუშაოები.
„სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ოთხივე მხარე ძალიან აქტიურად არის ჩართული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხის გადაწყვეტაში, დღეს ჩვენი ოთხმხრივი ხელმოწერაც დაადასტურებს, რომ ყველანი გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ეს არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ეტაპობრივად აღმოფხვრის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას.
​ამასთან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პირველი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აღდგა  ეკოლოგიის სამსახური კომპანიაში,  რომელიც უშუალოდ იქნება მონიტორინგის განმახორციელებელი  ეკოლოგიური პროექტების შესრულებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ  საშევარდნოს კარიერზე  შეწყდა მოპოვებითი  სამუშაოები. ეს კარიერი იყო  არამხოლოდ  დამაბინძურებული, არამედ რისკის შემქმნელი, მათ შორის მეწყრული პროცესების გააქტიურების კუთხით.   ძალიან მალე დაიწყება გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური აუდიტის მომზადება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლოში წარდგენილ იქნა 14 პუნქტიანი გეგმა. ეს გეგმა  წელსვე  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები