მაია ბითაძე „ჯორჯიან მანგანეზზე – ეს გეგმა ეტაპობრივად აღმოფხვრის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას

ეს არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ეტაპობრივად აღმოფხვრის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანთან და კომპანიის “Georgian American Alloys“-ს აქციონერ ურიელ ლაბირთან ერთად გამართულ საგანგებო პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში აღდგა ეკოლოგიის სამსახური, რომელიც უშუალოდ იქნება მონიტორინგის განმახორციელებელი ეკოლოგიური პროექტების შესრულებაზე.
„დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი ემთხვევა იმ ერთთვიან ვადას, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი იყო სპეციალური მმართველისთვის შესაბამისი გეგმის მომზადებისათვის. გეგმა მომზადდა და უკვე გაიგზავნა სასამართლოში დასამტკიცებლად იმ საქმიანობების ანგარიშთან ერთად, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში სპეციალური მმართველის მხრიდან განხორციელდა. დღეს აქ ვიმყოფებით ოთხივე მხარე, მათ შორის გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიის მფლობელი ამერიკული კომპანიის მხრიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ სარგებლობაში არსებული სალიცენზიო და სანებართვო პირობების როგორც შესრულებაზე, ასევე მონიტორნგსა და ინსპექტირებაზე.
მინდა გაცნობოთ, რომ ყველა მხარე ვართ აბსოლუტურ თანხვედრაში, მიმდინარეობს ერთობლივი შეთანხმებული მუშაობა, როგორც სპეციალურ მმართველთან ასევე ,,Georgian American Alloys“-თან.
საოპერაციო საქმიანობაში რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს,ვფიქრობ რომ გეგმა, რომლის დეტალებსაც მე გაგაცნობთ იქნება სწორედ ის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილზე, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების პარალელურად, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ აღმოფხვრას. ოთხივე მხარე ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხის გადაწყვეტაში, დღეს ჩვენი ოთხმხრივი ხელმოწერაც დაადასტურებს, რომ ყველანი გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ეს არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ეტაპობრივად აღმოფხვრის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები