სასამართლო „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 19:00 საათზე იმსჯელებს, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ბრალდებულთა ადვოკატები ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.
დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოსაც შესთავაზებს, თუმცა გირაოს ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები