სამართალდამცავებმა მსახიობ დავით როსტომაშვილის თავდასხმის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს 

სამართალდამცავებმა მსახიობ დავით როსტომაშვილის თავდასხმის ფაქტზე, ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიების შედეგად, ერთი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცოტა ხნის წინ, თბილისში, ყოფილ „5 დეკემბრის“ ქუჩაზე, მსახიობ დავით როსტომაშვილს უცნობი პირი თავს დაესხა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა და ბეისბოლის ჯოხით იყო აღჭურვილი. თავდასხმის შედეგად, მსახიობს თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. ​
​როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მსახიობი, რომელსაც თავის არესა და სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, სასწრაფოს ბრიგადამ  გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები