სანდრო გირგვლიანის საქმეზე სოზარ სუბარი მოწმის სახით იკითხება

საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მოწმის სახით იკითხება. როგორც საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე სოზარ სუბარია, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის პოსტს იკავებდა. მისივე განმარტებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ , ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა პირველი ოფიციალური დოკუმენტი შექმნა, რაც 2007 წლის ანგარიშში აისახა. ​
​როგორც პროკურორმა აღნიშნა, შესაბამისად, სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მნიშვნელოვანი მოწმეა. მისივე თქმით, სუბარის განცხადებების შემდეგ, ამ საქმეზე ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა პირადად სოზარ სუბართან გამოხატა აგრესია. ცნობისათვის, სოზარ სუბარი სახალხო დამცველის პოსტს 2004-2009 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები