ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი – კონცერტი გაიმართება

16 ივნისს, 19:30 საათზე,  თბილისის სიმფონიური ორკესტრი პარტნიორობას გაუწევს ცნობილ ქართველ პიანისტს ედიშერ სავიცკის, რომელიც 1998 წლიდან აშშ-ში მოღვაწეობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იგი ალექსანდრე თორაძის ინდიანას უნივერსიტეტის სახელგანთქმული საფორტეპიანო სტუდიის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებული და ამჟამად ალაბამას უნივერსიტეტის საფორტეპიანო სკოლის ასისტენტ-პროფესორია. მუსიკალური ხელოვნების დოქტორის ხარისხი კი მან 2013 წელს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. მრავალგზის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული სავიცკი მსოფლიოს პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების (კარნეგი ჰოლი, ვიგმორ ჰოლი, სალ კორტო და სხვა) და მუსიკალური ფესტივალების (ზალცბურგის, რურის, რავინიას, რავენას, მაჯიო მუზიკალე და სხვა) ხშირი სტუმარია. გამოდის სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრთან მსოფლიოს მასშტაბით და კომპანია YAMAHA-ს არტისტია.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ედიშერ სავიცკი პირველად საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გამოვიდა ვახტანგ კახიძის დირიჟრობით. ამჯერად ორკესტრს უდირიჟორებს დავით მუქერია. კონცერტის პროგრამა აგებულია მე-20 საუკუნის რუსული მუსიკის კორიფეების – სერგეი პროკოფიევისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებზეა აგებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები