კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე ოთხივე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

​სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი წარედგინა. დავით ბერეჟიანს, ნიკიფორე კუტალაძეს, ლევან ჩქარეულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლით წარედგინათ, რაც გატაცებას გულისხმობს.
როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ბერეჟიანისა და კუტალაძის ადვოკატმა განაცხადა, ოთხივე დაკავებულს გამოძიება მხოლოდ გატაცებას ედავება და არავითარ თანხის გამოძალვაზე ლაპარაკი არ არის.
„საქმის მასალები ახლა გადმომცეს, მათ შორის, ვიდეომასალა, რომელსაც შევისწავლი და სასამართლოში დასაფიქსირებელ პოზიციას ჩამოვაყალიბებ. ბრალი წაუყენეს გატაცების მუხლით. არავითარ გამოძალვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. როგორც გამომძიებელმა თქვა, ოთხივე დაკავებულს მხოლოდ გატაცებას ედავებიან. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები