აკაკი ზოიძე: ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის დროა

“ბოლო წლებში, საერთაშორისო საზოგადოება, ორგანიზაციები და ქვეყნები ჩამოყალიბდნენ საერთო მიდგომაზე, რომ საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი პოლიტიკა”, – ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზოიძის თქმით, ამ ოთხი სვეტის ჰარმონიულ შეთავსებას იყენებს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით.
„ეს  ედო საფუძვლად მიდგომას, რომელსაც თანმიმდევრულად ეწეოდა ”ქართული ოცნება” მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და შემსუბუქდა მთელი რიგი ნორმები”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, იგეგმება  ახალი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა.
”საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ჩვენ ვგეგმავთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელში ასახული მიდგომა შეიძლება, გამოიხატოს სამი ძირითადი გზავნილით – ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, თუ არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ ჩადის სხვა დანაშაულს, ის კი არ უნდა დაისაჯოს ციხეში გამომწყვდევით, არამედ უნდა დავეხმაროთ ცხოვრების გამოსწორებაში. არანაირი კომპრომისი არ უნდა იქნას დაშვებული და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმები და სამართალდაცვითი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის, უნდა მოხდეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან, ასევე, პრევენცია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მიმართებაში. უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო ნაბიჯები და სპორტი უნდა იქცეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად იარაღად. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ იმედი გაქვს, რომ დისკუსიაში ჩაერთვებიან”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები