ე.წ. რეპერების საქმეზე რეპერი „მასტერი“ დაიკითხა – “ეტყობათ, რომ მოწოდებულები არიან, დაადგინონ სიმართლე”

თბილისის პროკურატურაში ე.წ. რეპერების საქმეზე ბრალდებულების მეგობარი – გიორგი პავლიაშვილი, მეტსახელად „მასტერი“ დაიკითხა. მან საგამოძიებო უწყების გამომძიებლებს იმ სატელეფონო მიმოწერის ქსეროასლი მიაწოდა, რომელიც მასსა და გიორგი ქებურიას შორის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა. როგორც რეპერმა აღნიშნა, მისი მეგობრები სკანდალური კლიპის გამო დააკავეს, რამაც შს სამინისტროს მაღალჩინოსნების გაღიზიანება გამოიწვია.
​„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან დადებითი გარემო იყო. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ძალიან კარგად მიმიღეს, ეტყობათ ადამიანებს, რომ მოწოდებულები არიან, დაადგინონ სიმართლე, რაც ძალიან გამიხარდა.
ჩემს მეგობარ გიორგი ქებურიასთან მქონდა მიმოწერა დაკავებამდე წინა ღამით. წინა ღამით მეუბნება გიორგი, რომ მგონი გაღიზიანებულები არიან კლიპთან დაკავშირებით. მიმოწერაში ვეუბნები, “აჭარა” რა შუაშუა თქო, “აჭარა ნეტმა” გადაიღო კლიპი. ასეთი მოკლე მიმოწერა გვაქვს, არაფერი დაუთვალიერებიათ აბსოლუტურად, მე თვითონ მივხვდი რომ დასჭირდებოდათ და მე თვითონ „სქრინი“ ამოვბეჭდე. ბიჭები სუფთები არიან, მათ ნარკოტიკები არ ჰქონიათ, არასდროს, ცხოვრებაში არ გაკარებიან ნარკოტიკებს“, – აღნიშნა გიორგი პავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები