სოფიო კილაძე: იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ მუხთარლის საქმეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე იმედოვნებს, რომ  სამართალდამცავი სტრუქტურები აფგან მუხთარლის საქმეს მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ.
როგორც კილაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების ინტერესია, რომ აღნიშნულ საქმეზე ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას.
აფგან მუხთარლის საქმე ძალიან მგრძნობიარეა, როგორც ქვეყნისთვის გარეთ, ასევე ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჩვენ არანაკლებ გვტკივა გული იმ საკითხზე, რომელიც ვხედავთ, რომ არის და იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ისმის საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. ჩვენი, როგორც ხელისუფლების როლი, ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, მაქსიმალურად გონივრულ ვადებში მოეფინოს ნათელი ამ საქმეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ ამ საქმეს, პასუხს გასცემენ ყველა კითხვის ნიშანს, რომელიც ისმის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების ინტერესი, რომ გამოძიებულ იქნას ეს საქმე და მართლაც მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები და პირველ რიგში, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო ნათელს მოფენს ამ საქმეს“, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები