მზეს „ტყუპი“ ვარსკვლავი ჰქონდა
აშშ-ის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამყაროში ვარსკვლავების უმეტესობას, ფორმირებისას, „ტყუპი“ ვარსკვლავი აქვს. ასევე, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ერთდროულად სამი და მეტი ვარსკვლავიც შეიქმნას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი „ტყუპი“ ვარსკვლავი თავის დროზე მზესაც ჰქონდა.
ასტრონომების თეორიის მიხედვით, „ტყუპი“ ვარსკვლავი მზეს გარკვეული დროის შემდეგ დაშორდა და მის გარშემო პლანეტების დამოუკიდებელი სისტემა შეიქმნა.
ეს დასკვნები მეცნიერებმა პერსევსის თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ნისლეულის შესწავლისას გამოიტანეს.