როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისის დილამდე, დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ამასთან, შესაძლებელია სეტყვა. მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +22, +27 გრადუსი იქნება.
17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +26, +31 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები