გენერლის ტელეაღსარება – ტელეკომპანია „იბერიას“ მორიგი ექსკლუზიური ინტერვიუ

რა კავშირი ჰქონდა გიორგი სანაიას მკვლელობასა და ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობას მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლასთან? – ამ თემაზე იქნება საუბარი ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“, რომელიც დღეს, 21:30 საათზე დაიწყება.
ამასთან, როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი ამბობს, მისი რესპონდენტი რამდენიმეწლიან დუმილს დაარღვევს და ექსკლუზიურად „იბერიას“ ეთერში არა მარტო „ვარდების რევოლუციის“ კულუარებს, არამედ, ციხეში გატარებულ დღეებსაც გაიხსენებს.
„გენერალი ბევრ სხვა საინტერესო თემასაც შეეხება“,  – ამბობს გადაცემის ავტორი.
შეგახსენებთ: დაუმონტაჟებელი ინტერვიუების ციკლი – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. ამ ეტაპზე, გადაცემის სტუმრები იყვნენ: საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი – კონსტანტინე გამსახურდია.
ტრადიციულად, დღევანდელი გადაცემის სტუმრის ვინაობაც არ კონკრეტდება, თუმცა როგორც გადაცემის ავტორი ამბობს, გენერალი ისეთ თემებზე საუბრობს, რომელთა შესახებაც დღემდე არაფერი უთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები