პრემიერმა მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრი გახსნა

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450–კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.
2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
მცხეთაში მყოფმა პრემიერ–მინისტრმა სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი მოიცავს 2 საცურაო აუზს და დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს. მცხეთის სპორტულ– გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები