ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნის წარდგენა გაიმართება

14 ივნისს, 19:30 საათზე, „მზიურის“ ამფითეატრში  ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნის – „შემოქმედის“ წარდგენა გაიმართება. წიგნის მთარგმნელია ივანე ჩხიკვაძე. დასტამბა გამომცემლობა „არტანუჯმა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნის წარდგენის პარალელურად ჩატარდება ვიქტორინაც. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შანსი ექნებათ, უპასუხონ შეკითხვებს ანდრეს ინიესტას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და მოიგონ საყვარელი ფეხბურთელის ავტობიოგრაფიული წიგნი.
პრეზენტაციის დროს, „ბარსელონას“ ოფიციალური ფანკლუბის პარტნიორი, Mantis.Ge გაათამაშებს ინიესტას მაისურებს. ასევე გათამაშდება ოფიციალური ფანკლუბის Barcamania.Ge-ს უფასო წევრობა.
პრეზენტაციაზე ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიული წიგნი განსაკუთრებული ფასდაკლებით – 12 ლარად გაიყიდება.
მის: ახალი მზიური • New Mziuri, ამფითეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები