პოლ მაკარტნი – 75: „ახალ მზიურში“ ღონისძიებები იგეგმება

ადამიანი, რომელმაც კაფეს მენიუ და ჩვენი „ვაიფაის“ პაროლი შეცვალა, – ასე იწყება „ახალი მზიურის“ მოწვევა პოლ მაკარტნის დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოზე.  18 ივნისს პოლ მაკარტნის 75-ე დაბადების დღეა და „მზიური“   ყველა მსურველს იწვევს.
როგორც „კვირას“ „მზიურიდან“ აცნობეს,  20:00 საათიდან „მზიურის“ კაფეს ეზოში იგეგმება:
ჩვენება – პოლ მაკარტნის პატივსაცემად გამართული საღამო კენედის ცენტრში (30 წუთი);
პაატა პაპავას და “ჰაერობუსის” მიმოხილვა ახალი ბიოგრაფიული წიგნიდან Paul McCartney – The Life
გიორგი ჯანელიძის ჩვენება:
2008 წლის 14 ივნისს, პოლ მაკარტნიმ ისტორიული “დამოუკიდებლობის კონცერტი” კიევში გამართა. უკრაინა მუსიკოსისთვის მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, Independence Concert Kiev.
ჩანაწერის ჩვენება 21:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები