დავით ნარმანია პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სექტემბრისთვის ვარაუდობს

“​პეკინის გამზირზე, ზაფხულში, სამუშაო რეჟიმი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, რათა სექტემბრის დასაწყისში პროექტი დასრულდეს”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
​მისი თქმით, აღნიშნულ გამზირზე მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კერძოდ, წყალი, გაზი და „თელასის“ კაბელები, რის შემდეგაც გზის საფარი აღდგება.
დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა.
“ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 16 ივნისიდან ვიწყებთ პეკინის გამზირის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროცესში, სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტები იცვლება. პირველ ეტაპზე, მოძრაობა ხდება ცალმხრივი, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას მხრიდან მანქანები ცალმხრივად იმოძრავებენ 26 მაისის მოედნამდე, პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე. სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები გამოქვეყნდება. ზაფხულში სამუშაო რეჟიმი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, რათა სექტემბრის დასაწყისში პროექტი დასრულდეს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები