გარემოს დაცვის სამინისტრომ „გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის“ სამუშაო ვერსია შეიმუშავა

​გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პერიოდულად ამზადებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ხუთწლიან ეროვნულ პროგრამას (NEAP), რომელიც, ამავდროულად, ქვეყნის გარემოს დაცვის საშუალოვადიან სამოქმედო გეგმასაც წარმოადგენს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, საქართველოს „გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის“ (NEAP-3) სამუშაო ვერსია შეიმუშავა. დოკუმენტში მოცემულია 2017-2021 წლებში განსახორციელებელი გარემოსდაცვითი სტრატეგია და ღონისძიებები.
სასტუმრო „ამბასადორში“ დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ და ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ალვარო ორტეგამ მიმართეს. შეხვედრაზე NEAP-3-ის შემუშავებაში ჩართულმა ექსპერტებმა გარემოს დაცვის კუთხით დოკუმენტში ასახული ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები წარმოადგინეს.
​დოკუმენტის განხილვაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები